06 მაისი 2018, 18:04
სარფში მოსახლეობა კაზინოს მშენებლობას აპროტესტებს
პოლიტიკა

აქცია სარფში
ფოტო: აჭარის ტელევიზია
გაზიარება
ადგილობრივი მოსახლეობა სარფში კაზინოს მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამორინე სკოლისა და ეკლესიის მიმდებარედ უნდა აშენდეს, რაც მათი აზრით, დაუშვებელია. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, კერძოდ კი კაზინოს ადგილმონაცვლეობას მოითხოვენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აქციის მონაწილეების მოთხოვნის პასუხად აცხადებენ, რომ კაზინოს მშენებლობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის.





