პარლამენტში დღეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე იმსჯელებენ
პოლიტიკა

პარლამენტი
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - ასე ჰქვია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, რომელზეც დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ.
საკითხს პლენარულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წარადგენს.
სამშვიდობო ინიციატივა სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება. ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური და საერთო ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება, ასევე ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა. ასევე ისეთი მექანიზმის ამოქმედება,, რომლითაც იმ სიკეთეებსა და სარგებელზე წვდომა გამარტივდება, რომელიც ქვეყნის განვითარების შედეგად, ევროინტეგრაციის გზაზე, უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მოაქალაქეებისთვის -ეს არის უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის უფლება.
4 აპრილს, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთისთვის. ინიციატივას ოფიციალური მოსკოვიც გამოეხმაურა.





