ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი იწყება
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
„საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“- ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარი იწყება.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ქვეყანას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პაოლო ალი ეწვია. სემინარის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
ისინი სამი დღის განმავლობაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგს განიხილავენ. იმსჯელებენ ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებზე, პერსპექტივებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.





