დარეჯან ჩხიკვაძე
დირექტორი: ბათუმის პორტში რეორგანიზაცია დროებით შეჩერდა
პოლიტიკა

დანიარ მუხამედ-რახი
ბათუმის პოტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუჰამედ-რახიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პორტში რეორგანიზაციის პროცესი დროებით შეჩერდა.
"ბათუმის პორტში შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური მთავრობის მომართვისა და მათთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსოილმა” გადაწყვეტილება მიიღო შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი, მანამდე, ვიდრე პორტისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გადაწყვეტილება არ მოიძებნება", - თქვა დანიარ მუჰამედ-რახიმ.
ბათუმის პორტის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ და ათმა მათგანმა შიმშილობაც დაიწყო. ისინი პორტის დირექტორის გადადგომას და რეორგანიზაციის შეჩერებას ითხოვდნენ.





