23 მარტი 2018, 12:05
სინოპტიკოსები განმარტავენ, რამ გააყვითლა ცა
პოლიტიკა

ფოტო: ლოლა ხუბუა
გაზიარება
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, ცის ყვითელი შეფერილობა აფრიკის სამხრეთიდან ჰაერის ცივი, შედარებით ნოტიო მასებიდან წამოსულ ქვიშას უკავშირდება.
მისი თქმით, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერში ახლა ყვითელი ფერის ქვიშაა, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა. საქართველოში შესაძლოა მღვრიე წვიმა წამოვიდეს.





