პაპუნა შუშანია
გალში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს განიხილავენ
პოლიტიკა

ფოტო: პაპუნა შუშანია
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შევხედრა მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს დაეთმობა.
„ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია და საერთაშორისო მონაწილეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აუცილებელია ბრალდებულის დასჯა და ამ საქმის ლოგიკურ ჭრილში დაბრუნება“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
გარდა ამისა, დღეს მხარეები ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის, გიორგი ზარანდიასა და მიხეილ წურწუმიაზე ისაუბრებენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს.





