15 მარტი 2018, 15:17
დიტო ყირიმლიშვილი
მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი მაშველებმა გადაარჩინეს
პოლიტიკა

მაშველები ძაღლის გადარჩენას ცდილობენ
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
გაზიარება
თბილისში, ვეფხის და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში ძაღლი ჩავარდა. ადგილზე სამაშველო სამსახური მივიდა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ცხოველი გადაარჩინეს. imedinews-ის ინფორმაციით, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში შეტყობინება შევიდა, რომ მტკვარში ძაღლი იხრჩობოდა.
მისი გადარჩენის სამაშველო ოპერაცია 1 საათს გაგრძელდა. ძაღლი რატი მამუკაშვილმა გადაარჩინა. გადარჩენილი ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს.






