ტერეზა მეი: საქართველოდან ჯარების გაყვანაზე რუსეთს არაერთხელ მოვუწოდეთ
პოლიტიკა

ტერეზა მეი
ფოტო: youtube
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
მას შემდეგ რაც მეიმ ბრიტანელ დეპუტატებს 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განუცხადა, მეიმ თქვა, რომ არაერთხეულ მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის გვერდზე რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ანექსიის შესახებაც არის ინფორმაცია. რუსეთი საქართველოს სუვერენიტტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ღიად აცხადებს უპატივცემულობას", - წერია ვიდეოში.
The use of a nerve agent in Salisbury follows a well-established pattern of Russian state aggression pic.twitter.com/eY4Vy1pw9t
— Foreign Office 🇬🇧 (@foreignoffice) 14 March 2018
დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას ცოტა ხნის წინ განაცხადა.რუსული მედიის ცნობით, ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა.




