მაგდა სარსევანიძე
იაპონიის საელჩო მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს
პოლიტიკა

იაპონიის საელჩო
ფოტო: მაგდა სარსევანიძე
საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ორი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი, პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია და სხვა ხელისუფლებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს ხელშეკრულებები გულისხმობს:
1. თბილისისთვის მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენას;
2. მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას
პირველი პროექტის ფარგლებში მეორადი სახანძრო ტექნიკა გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, კონკრეტულად კი ისანი-სამგორის ტერიტორიისთვის. იაპონიის საელჩო ამ
პროექტისთვის 99 733 ათას აშშ დოლარს გამოყოფს
რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელსაც world vision საქართველო განახორციელებს, ის სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს, რომელიც 8 მიმდებარე სოფლის 100-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაღი შშმ ბავშვებისთვისაც იქნება ადაპტირებული. მოხეს ხეობაში მუსლიმ თემს არასდროს ჰქონია საბავშვო ბაღი, ამიტომ პროექტის მიზანია პირველი ბაღის აშენება ამ დასახლებაში.





