გიორგი ხუხია
სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის
პოლიტიკა

ირაკლი ხმალაძე
ფოტო: გიორგი ხუხია
კომპანია სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, თბილისის მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.
ვიცემერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, პირობები დაარღვია და ამის გამო მას არაერთი გაფრთხილება მიეცა.
ხმალაძის თქმით, სითი პარკი არც გაფრთხილებებს ითვალისწინებდა, შესაბამისად, მერიამ მოქალაქეების უფლებების დასაცავად კომპანიასთან ხლშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.
თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ მერიის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო. ისინი ამ თემაზე ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებენ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.





