ირმა ებრალიძე
საქართველოში არბიტრაჟის ნდობის შესახებ კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
საქართველოში არბიტრაჟის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
კვლევა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით 2017 წელს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.
CRRC-საქართველოს ცნობით, მთავარი გამოწვევაა მიზნობრივი ჯგუფების უნდობლობა არბიტრაჟის მიმართ. დაბალი ცნობადობა ამ სისტემის შესახებ, არბიტრთა კვალიფიკაციის ნაკლებობა და სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები ხელს უშლის არბიტრაჟის განვითარებას საქართველოში.
როგორც კვლევის ორგანიზატაროები აცხადებენ, საქართველოში არბიტრაჟის არსებული მდგომარეობისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესასწავლად, 2017 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ჩატარდა კვლევა, რომელიც მოიცავდა არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას, ასევე ათი მოქმედი საარბიტრაჟო ინსტიტუტის სიღრმისეულ შესწავლას და რაოდენობრივ და თვისებრივ ინტერვიუებს დაინტერესებულ ჯგუფებთან.
მათივე თქმით, მსგავსი მოცულობის კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა.





