ხათუნა მაისურაძე
ნაციონალები ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვის ინიციატივით მიმართავენ
პოლიტიკა

გია უკლება
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვის ინიციატივით მიმართავს. გია უკლებას თქმით, ქუთაისის მერიის ავტოპარკში 70 ავტომობილია. მათ შორის 6 ავტომობილი მაღალი გამავლობისაა.
უკლებას ინფორმაციით, მერიის ავტოპარკის ტექნიკური შეკეთების მომსახურების და საწვავის ხარჯი წელიწადში 448 000 ლარია.
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერს და მის მოადგილეებს მიმართავს, რომ ეს თანხა გაჭირვებულ ადამიანებზე გადანაწილდეს, რადგან სოციალური პრობლემები ქალაქში წლიდან წლამდე იზრდება.
ამასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.




