ანა შეპკინა
დავით ქაცარავა არჩილ ტატუნაშვილის სავარაუდო მკვლელებს ასახელებს
პოლიტიკა

დავით ქაცარავა
ფოტო: ანა შეპკინა
მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთსა და შემსრულებელს ასახელებს.
მისი ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია, შემსრულებელი კი დეფაქტო ცხინვალის მილიციის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი.
ქაცარავამ, ასევე, სოფელ მოსაბრუნთან საპროტესტო აქციაც დააანონსა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”





