მიხეილ ჯანელიძის პირველი კომუნიკაცია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან
პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე
პირადად ვესაუბრე აშშ-ის ადმინისტრაციის წევრს, პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ორივე ქვეყნის მზაობა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებში, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
"ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან არის ინსტიტუციონალიზებული, არსებობს შესაბამისი ჩამოყალიბებული ფორმატები, რომლის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ. ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტი უკვე შედგა. პირადად მქონდა საუბარი პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან, სადაც დადასტურდა მზაობა ორივე მხარისა, რომ გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა. აუცილებლად, პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში შევხვდებით და გავაგრძელებთ მსჯელობას ურთიერთობების გაღრმავებაზე. ვაშინგტონში ბევრი ადამიანი დაინტერესებულია საქართველოს ბედით”, - განაცხადა ჯანელიძემ.





