დავით მათიკაშვილი: USAID-ის უმძიმესი კვალი კვლავ ამჩნევია მთელს მსოფლიოს
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
USAID-ის უმძიმესი კვალი კვლავ ამჩნევია მთელს მსოფლიოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორი მართალი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როდესაც „გამჭვირვალობის კანონს“ იღებდა.
„USAID-ის უმძიმესი კვალი კვლავ ამჩნევია მთელს მსოფლიოს. ამ შემთხვევაში, ერთადერთი სწორი, რაც იმ მომენტში ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და დაუპირისპირდა ამ ძალიან ბოროტ ძალას, ეს იყო „გამჭვირვალობის კანონი“, რომლის მიმართაც ააგორეს შავი კამპანია, შავი პიარი, მათ შორის, შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა. დღეს გამოჩნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორი მართალი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როდესაც ამ საკანონმდებლო ჩარჩოს იღებდა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.
ილონ მასკი: USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეულ უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში





