29 ნოემბერი 2026, 11:14
პოლონეთსა და ბელარუსს შორის ბუფერული ზონის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა
პოლიტიკა
ფოტო: Facebook
გაზიარება
პოლონეთსა და ბელარუსს შორის ბუფერული ზონის მოქმედების ვადა 2027 წლის 27 თებერვლამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტრომ მიიღო. მიზეზად საზღვარზე არსებული მიგრაციული საფრთხე სახელდება.
დადგენილებაში წერია, რომ დოკუმენტი მიგრაციის მაღალი რისკის მქონე იმ ქვეყნების მოქალაქეებს მოიცავს, რომლებიც პოლონეთისა და ბელარუსის საზღვრის უკანონოდ კვეთას ცდილობენ. დოკუმენტის თანახმად, წლის დასაწყისიდან 8 ნოემბრამდე პოლონეთისა და ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის რეგულაციების დარღვევით გადაკვეთის 482 მცდელობა დაფიქსირდა.





