თენგიზ შარმანაშვილი რუსეთის მხრიდან ღვინის კომპანიების სანქცირებაზე: რუსების ნარატივი შეიძლება მხოლოდ აგენტურულ ოპოზიციას გამოადგეს, რომ თავისი პიარი დააფუძნოს, თორემ რაიმე სერიოზულ ლაპარაკი ასეთ ვითარებაში ყოვლად წარმოუდგენელია
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის კომპანიების სანქცირების საკითხს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, რუსეთს ძალიან არალოგიკური პოზიცია აქვს.
„რუსების პოზიცია ყველამ ვნახეთ და ეს ძალიან არალოგიკური პოზიციაა, რბილად რომ ვთქვათ. „დავასანქცირებთ, არ მივცემთ საშუალებას, რომ თავისუფლად ივაჭრონ ჩვენს ქვეყანაში და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ. მე მათ შევავიწროებ დასაბუთების გარეშე, ასე იქნება და მოდი, ამის ფონზე უნივერსიტეტებმა იმეგობრონ“, - ასეთი ტიპის ნარატივი შეიძლება მხოლოდ აგენტურულ ოპოზიციას გამოადგეს, რომ თავისი პიარი დააფუძნოს, თორემ რაიმე სერიოზული ლაპარაკი ასეთ ვითარებაში ყოვლად წარმოუდგენელია“, — აღნიშნა შარმანაშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ის ელოდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, თუმცა მიხაილ გალუზინმა მას აცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის სანქცირებას აპირებენ.





