სოსო მანჯავიძე USAID-ის ფაილებზე: შეიქმნა „აღქმოიდების“ მთელი კასტა, რომლებსაც არ აინტერესებთ არანაირი სიმართლე, აღიქვამენ მათთვის მისაღებ რეალობას, მათი გრძნობების რეალიზაციისთვის შესაფერის ნარატივებს და შემდეგ ამ ნარატივების მიხედვით მოქმედებენ
პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
სოსო მანჯავიძე
პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა სოსო მანჯავიძემ „დღის ქრონიკაში“ USAID-ის ფაილებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ამ სქემამ დაამკვიდრა მოცემულობა, რომელშიც ინფორმაციის სიხშირეს, მის მოცემულობასა და განმეორადობას მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფაქტების დადგენას და აღქმები ფაქტებზე მნიშვნელოვანი ხდება.
„შეიქმნა „აღქმოიდების“ მთელი კასტა, რომლებსაც არ აინტერესებთ არანაირი სიმართლე, აღიქვამენ მათთვის მისაღებ რეალობას, მათი გრძნობების რეალიზაციისთვის შესაფერის ნარატივებს და შემდეგ მოქმედებენ ამ ნარატივების მიხედვით და ეს, სამწუხაროდ, აისახება უკვე ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ სტაბილურობაზე, იმიტომ, რომ ასეთი განუწყვეტელი ზემოქმედება, მითუმეტეს გარე ინსტიტუტებში დამუშავებული ნარატივების მიხედვით, კატასტროფულ გავლენას ახდენს ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ფსიქიკაზე, მათ შორის სუიციდური ნარატივები ინერგება“, - აცხადებს მანჯავიძე.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები საქართველოს დახმარებაზე არ დახარჯულა. ფული საზოგადოებაში იმ ჯგუფების წასახალისებლად იხარჯებოდა, რომლებიც იწვევენ პოლარიზაციას და ისეთი ნარატივების დანერგვას, რომლებიც იწვევს სოციუმის ნგრევას.





