პრემიერი სუროგაციის აკრძალვაზე: მთავარი მიზეზია ქალის ექსპლუატაციის პრობლემა, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციის ნებისმიერ ფორმასთან. ქალის ექსპლუატაციას ასეთი მძიმე ფორმით არ აქვს არავითარი საპირწონე და არ შეიძლება ჰქონდეს არავითარი გამართლება
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
მთავარი მიზეზია ქალის ექსპლუატაციის პრობლემა, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციის ნებისმიერ ფორმასთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ქალის ექსპლუატაციას, თან ასეთი მძიმე ფორმით, არავითარი გამართლება არ აქვს.
„მთავარი მიზეზია ქალის ექსპლუატაციის პრობლემა, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციის ნებისმიერ ფორმასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სუროგაციის ნებისმიერი ფორმის აკრძალვის თაობაზე იმიტომ, რომ ქალის ექსპლუატაციას, თან ასეთი მძიმე ფორმით, არ აქვს არავითარი გამართლება. რა თქმა უნდა, ყველა საკითხში არის პლუსები და მინუსები, მაგრამ ქალის ექსპლუატაციას ასეთი მძიმე ფორმით არ აქვს არავითარი საპირწონე და არ შეიძლება ჰქონდეს არავითარი გამართლება“, - განაცხადა პრემიერმა.





