შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი სახის სუროგაციის შემთხვევაში სუროგატი ქალები ექსპლუატაციის ობიექტები არიან
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნებისმიერი სახის სუროგაციის შემთხვევაში სუროგატი ქალები ექსპლუატაციის ობიექტები არიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომერციულ სუროგაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ანაზღაურების სანაცვლოდ ქალები საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ხდებიან სუროგატი დედები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, კომერციული სუროგაცია მთელ სამყაროში მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია დაშვებული.
„თუკი 2003 წელს იყო სუროგაციის სულ 1000 შემთხვევა, წელს უკვე 3000-ია და ეს იზრდება როგორც ბიზნესი. აქედან სულ რამდენიმე ათეული შემთხვევაა, სადაც ქართველი წყვილები არიან, დანარჩენები სრულად უცხოელები არიან. უცხოელი იქნება თუ ქართველი, ორივე შემთხვევაში ეს არის სუროგატი დედის, ქალის ექსპლუატაცია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





