შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ინტერესი იყო, რომ „ისკანდერის“ ნამსხვრევები ყოფილიყო აქ, რათა დაგვემტკიცებინა რუსეთის დანაშაულები. ამერიკის ინტერესი იყო, რომ წაეღო და შეესწავლა რუსული ტექნოლოგიები. რომელი ინტერესი აირჩია სააკაშვილმა? - აშშ-ის ინტერესი
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ჩვენი ინტერესი იყო, რომ „ისკანდერის“ ნამსხვრევები ყოფილიყო აქ, რათა დაგვემტკიცებინა რუსეთის დანაშაულები. ამერიკის ინტერესები იყო, რომ წაეღო და შეესწავლა რუსული ტექნოლოგიები და თავისი დასკვნები გამოეტანა. რომელი ინტერესი აირჩია სააკაშვილმა? - აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის ინტერესი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ყველა ეს საქმე საერთაშორისო სასამართლოებში უიმედო მდგომარეობაში დახვდა.
„არაფერი არ არის დასამალი - აშშ-ს გადასცეს ისკანდერის ფრაგმენტები. აშშ-ის მაშინდელ ადმინისტრაციას ჰქონდა ინტერესი, რომ შეესწავლა რუსული სამხედრო ტექნოლოგია და რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა - ჩვენი ინტერესი იყო, რომ ისკანდერის ნამსხვრევები ყოფილიყო აქ, რათა დაგვემტკიცებინა რუსეთის დანაშაულები, ამერიკის ინტერესები იყო, რომ წაეღო და შეესწავლა რუსული ტექნოლოგიები და თავისი დასკვნები გამოეტანა. რომელი ინტერესი აირჩია სააკაშვილმა? - აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის ინტერესი. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ეს საქმე უიმედო მდგომარეობაში დახვდა, როგორც ჰააგაში, ისე სტრასბურგში, ფაქტობრივად წაგებისთვის განწირული საქმეები იყო. რომ ვამბობდით, გამოიყენეს კასეტური ბომბები, გამოიყენეს ისკანდერი - აბა, სად არის იკსანდერიო, - იკითხეს რუსებმა სტრასბურგში. მაშინ დაიწყო მთავრობამ მოძიება, თუ სად იყო. ჩვენ წავაგებდით სტრასბურგსაც და ჰააგასაც, ისე, როგორც წავაგეთ ფაქტობრივად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში გვარამიას მინისტრობის დროს არაკვალიფიციურად შედგენილი სარჩელის გამო. გვარამიას და მისი ხელისუფლების უცოდინარობა დაგვიჯდა იმად, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შანსი დავკარგეთ, რომ პროცესი გვეწარმოებინა და იქაც, რა თქმა უნდა, მოვიგებდით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





