დავით მათიკაშვილი სუს-ის ანგარიშზე: 2025 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევებით იყო აღსავსე. საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა ქვეყნის შიგნით, გარედან მართული რადიკალები როგორ ცდილობდნენ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
2025 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევებით იყო აღსავსე. საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა ქვეყნის შიგნით, გარედან მართული რადიკალები როგორ ცდილობდნენ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა სუს-სის ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, უამრავი გამოწვევა იყო ქვეყნის გარეთაც.
„გამოწვევები იყო ქვეყნის გარეთაც, ახლო აღმოსავლეთის პრობლემები, რუსეთ-უკრაინის ომი. ამ ყველაფრის დაძლევა პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივაა, რომელმაც ამ ყველაფერს თავი გაართვა.
სახელმწიფო მყარად იდგა ფეხზე, ყველა ის პრობლემა და გამოწვევა ძირეულ ეტაპზევე დაიძლია, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ რადიკალებმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწიეს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, თამაზ ბორაშვილს მოუსმენს, რომელიც დეპუტატებს სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.





