კამათი და მოსამართლის შენიშვნები გვარამიას - საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დეტალები „ქრონიკაში“
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - ანა წითლიძე და ზაზა ბიბილაშვილი კონსულტაციებს პარტია „ახალის“ ლიდერთან უშუალოდ სხდომის მიმდინარეობისას, დარბაზშივე გადიან, თუ რა კითხვები და როგორ ფორმულირებით უნდა დასვან.
სხდომაზე გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხსენებას კამათი მოჰყვა - როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ აღნიშნულ საქმეზე დაიწყო საუბარი, წითლიძემ და გვარამიამ მისთვის ხელის შეშლა სცადეს. ნიკა გვარამიამ შარაძის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას „ზღაპრები“ უწოდა. ლევან ბეჟაშვილმა კი ამ საქმის პროკურორის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა.
დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამიამ მოსამართლის მხრიდან არაერთი შენიშვნა დაიმსახურა - რევაზ ნადარაიამ მას მოუწოდა, პატივი სცეს როგორც სასამართლოს, ასევე მოსარჩელე მხარეს. მოსამართლემ მიმართა გვარამიას, რომელიც ერთხელ უკვე გაძევებულია სხდომათა დარბაზიდან, რომ თუ მის მოწოდებას არ დაემორჩილება, დარბაზს ისევ დატოვებს.
სხდომაზე კითხვები ასევე ეხებოდა ხელისუფლების დამხობის საქმეს.





