ირაკლი ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მაქსიმალურად ცდილობენ პროცესი გააჭიანურონ, კითხვებს გაურბიან - ნებისმიერი გაჭიანურებული დღე და პროცესი ისევ მათ წინააღმდეგ მუშაობს
პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომელიც უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს, ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგნელებს არანაირი არგუმენტები და მტკიცებულებები არ გააჩნიათ.
„საზოგადოება კარგად ხედავს რა დღეშია დღევანდელი ოპოზიცია, ის რადიკალები, რომლის აკრძალვასაც ვითხოვთ. სასამართლოში საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს წარდგენილი, რომ ჩვენი მოლოდინები გამართლდეს. მაქსიმალურად ცდილობენ პროცესი გააჭიანურონ, კითხვებს გაურბიან.
ნებისმიერი გაჭიანურებული დღე და პროცესი, ისევ მათ წინააღმდეგ მუშაობს, რადგან გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს საქართველოს მოსახლეობას, ამათი რეალური სახე ნახონ და დარწმუნდნენ, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ესენი პოლიტიკურ ველზე და რატომ არიან ანტიკონსტიტუციურები.
ჩვენ საკმარისზე მეტი მტკიცებულებები წარვადგინეთ, ვასაბუთებთ ნებისმიერ ჩვენს შუამდგომლობას. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სასამართლო სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს.





