როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
პოლიტიკა

ფოტო: freepik
17 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც უნალექო დღეა, +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიანი დღეა, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი დღეა, დღისით +9, ღამით -3 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღეა, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში უნალექო დღეა, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი 1 იქნება.
ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +11 იქნება დღისით, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.
ომალოში მოსალოდნელია თოვლი. დღისით-1, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმას ელოდებიან. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.





