გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: რა არ უნახავს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ალბათ არასდროს უნახავს ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ხედავს - „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, გვარამიასა და მელიას ახალი პარტია - ელენე ხოშტარიას, თურმე „ლელოსთან“ ალეკო ელისაშვილი არაფერ შუაში ყოფილა. საბოლოო ჯამში შეიძლება იქამდე მივიდეს საქმე, რომ გახარიას პარტიამ თქვას, გახარია ჩვენი თავმჯდომარე არ არისო
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ასეთი სავალალო მდგომარეობა ქართულ პოლიტიკას არ ახსოვს.
„რა არ უნახავს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ალბათ არასდროს უნახავს ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ხედავს - „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, გვარამიასა და მელიას ახალი პარტია - ელენე ხოშტარიას, თურმე „ლელოსთან“ ალეკო ელისაშვილი არაფერ შუაში ყოფილა. საბოლოო ჯამში შეიძლება იქამდეც კი მივიდეს საქმე, რომ გახარიას პარტიამ თქვას, გახარია ჩვენი თავმჯდომარე არ არისო.
როდესაც ფაქტები შენს წინააღმდეგ მოქმედებს, შემდეგ იწყებ ამ ფაქტების უარყოფას. ძალიან კარგად იციან, რა აქვთ გაკეთებული წარსულში და რას აკეთებენ ახლაც. ახლაც მხარს უჭერენ ძალადობას“, - აღნიშნა გორდულაძემ.





