ნინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჩინეთში ვიზიტისას.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქალთა განათლების ინსტიტუტთანაც.
„ჩვენს დელეგაციას აქვს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი. დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტთან, ეს არის ქალთა განათლების ინსტიტუტი, რომელიც ქალთა ფედერაციას ეკუთვნის. ეს ინსტიტუტი თავის დროზე დაფუძნდა ქალებისთვის განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიზნით, თუმცა მოგვიანებით უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში ქალების გაძლიერება მათი განათლების, პროფესიული გადამზადების და ლიდერობის მიმართულებით განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამიტომ დღევანდელ შეხვედრას ძალიან სასარგებლო ხასიათი ჰქონდა, რაც მთავარია, ურთიერთთანამშრომლობა ჩინურ მხარესთან“,- განაცხადა წილოსანმა.





