იაკობაშვილი ორგანიზაციაზე „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“: რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს, რამდენსაც გადაუხდიან, იმ დონის უნამუსო განცხადებას გააკეთებს
პოლიტიკა

გია იაკობაშვილი
იმედი/ვიდეოკადრი
რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს, რამდენსაც გადაუხდიან, იმ დონის უნამოსო განცხადებას გააკეთებს, - განუცხადა „იმედის კვირას“ გია იაკობაშვილმა ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე საუბრისას.
ის ასე ეხმაურება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ, 2026 წლის ე.წ. თავისუფალი მედიის მიმტაცებლების სიას, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა ილონ მასკთან და დონალდ ტრამპთან ერთად.
იაკობაშვილის თქმით, ეს ორგანიზაცია არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი „ენჯეო“-ა.
„ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული, უბრალოდ მეტად არის გაპიარებული სხვებთან შედარებით და რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს, რამდენსაც გადაუხდიან, იმ დონის უნამუსო განცხადებას გააკეთებს. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოში როცა მართლა მედიას იტაცებდნენ, როცა მართლა ჟურნალისტებს იჭედნენ, მაშინ არ გაუკეთებია განცხადება.
ამ შემთხვევაშიც სრულიად უსამართლოდ საქართველოს ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს რაღაც დანაშაულში სდებს ბრალს. მე პირადად ეჭვი შემაქვს, რომ ისინი არიან კორუმპირებულები", - განაცხადა იაკობაშვილმა.





