ნინო წილოსანი უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: გვესმის მათი განცხადებები, რომ უკრაინა ევროკავშირის სახელითაც ომობს ამ ომში და როგორც ვხედავთ, ამისთვის სამადლობელოდ ნამდვილად არ აქვთ შემონახული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. უფრო მეტიც, ის, რომ ომის შედეგად უკრაინა ნადგურდება, ახლა მის წინააღმდეგ იყენებენ ამ არგუმენტებს
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
საქართველოს პარლამენტი
არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.
ანიტა ორბანმა თქვა, რომ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრებას მხარს არ უჭერს. მისი განცხადებით, 2030 წლამდე ევროსტრუქტურაში ომში მყოფი ქვეყნის გაწევრება რეალისტური არ არის.
როგორც ანიტა ორბანმა აღნიშნა, ყველა კანდიდატი ქვეყანა ერთნაირად და ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ეს მოცემულობა პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის იმის ლუსტრაციაა, თუ როგორი მიდგომა აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. აშკარაა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია.
„არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში. თუმცა, ამავდროულად, პარალელურად გვესმის მათი განცხადებები, რომ უკრაინა ევროკავშირის სახელითაც ომობს ამ ომში და როგორც ვხედავთ, ამისთვის სამადლობელოდ ნამდვილად არ აქვთ შემონახული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. უფრო მეტიც, ის, რომ ომის შედეგად უკრაინა ნადგურდება, ახლა მის წინააღმდეგ იყენებენ ამ არგუმენტებს და ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მოხდეს შესაბამისობისა და ქვეყნის მზადყოფნის მიხედვით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.





