ილია ვერძაძე: „საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები“ - აღნიშნა ახლახან ევროპელმა დიპლომატმა. ჰერჩინსკის განცხადება უფრო უტიფრობაა, ვიდრე უცოდინარობა - როდესაც საკუთარ უსაფუძვლო იარლიყს მოცემულობად ასაღებს
პოლიტიკა

ილია ვერძაძე
აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის - პაველ ჰერჩინსკის მიერ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმიანება.
„საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები“, - აღნიშნა ახლახან ევროპელმა დიპლომატმა.
„ჰერჩინსკის განცხადება უფრო უტიფრობაა, ვიდრე უცოდინარობა - როდესაც საკუთარ უსაფუძვლო იარლიყს მოცემულობად ასაღებს. კანონი ქართულია, საქართველოს ინტერესებს ემსახურება და საუკეთესო დემოკრატიულ, მათ შორის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება“, - წერს ილია ვერძაძე.





