ირაკლი ჭეიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ევროკავშირი ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, რასაც აკეთებენ, ეს არის არასწორი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი
პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროკავშირი, როგორც ვხედავთ, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს და რიტორიკას არ ცვლის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს.
„რასაც ევროკავშირი აკეთებს, ეს არის არასწორი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი. საქართველოში რატომღაც არ არის დანაშაული, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელს წვავ, მაგრამ საფრანგეთში, ევროკავშირის შეხედულებით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
ევროკომისიის მიერ მომზადებულ, 2026 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყება ასევე, აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.





