ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ „ევრონიუსის“ მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში. ჩემი გზავნილი არის სრულიად ცხადი - როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, აქ მთავარია დიალოგის დაწყება, რაზეც, სამწუხაროდ, თავს იკავებენ ამ ეტაპზე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, თუ იქნება სათანადო ნება, ჩვენ მზად ვართ ასეთი დისკუსიისთვის
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
მოხარული ვარ, რომ „ევრონიუსის“ მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში. ჩემი გზავნილი არის სრულიად ცხადი - როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, აქ მთავარია დიალოგის დაწყება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში.
მთავრობის მეთაურის თქმით, დიალოგთან დაკავშირებით თავს იკავებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, თუ იქნება სათანადო ნება, ქართული მხარე მზად არის დისკუსიისთვის.
„მოხარული ვარ, რომ „ევრონიუსის“ მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში. საინტერესო დისკუსია იყო. 25-წუთიანი იყო მთლიანი ფორმატი. შევეხეთ ძალიან ბევრ საკითხს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. პასუხი გავეცი კითხვებს და ჩემი გზავნილი არის სრულიად ცხადი - როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, აქ მთავარი არის დიალოგის დაწყება, რაზეც, სამწუხაროდ, თავს იკავებენ ამ ეტაპზე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, თუ იქნება სათანადო ნება, ჩვენ მზად ვართ ასეთი დისკუსიისთვის, ყველა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.





