ლევან ნიკოლეიშვილი: 5-6 ნოემბერს თბილისში იმართება საერთაშორისო ფორუმი ნეიტრალიტეტის საკითხებზე - ეს იქნება საშუალება, რომ ფართო საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს იმის შესახებ, თუ რატომ ვამბობთ ჩვენ - „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლები, რომ ეს არის მთავარი ალტერნატივა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ფორუმზე ილაპარაკა.
„5-6 ნოემბერს თბილისში იმართება საერთაშორისო ფორუმი ნეიტრალიტეტის საკითხებზე. 10 ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელი - მკვლევრები, მეცნიერები და პოლიტოლოგები მიიღებენ მონაწილეობას. ეს იქნება ძალიან დიდი საშუალება, რომ ფართო საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს იმის შესახებ, თუ ჩვენ - „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლები რატომ ვამბობთ, რომ ეს არის მთავარი სტატუსი და ალტერნატივა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.





