02 ნოემბერი 2026, 11:12
„მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მიერ დადასტურებულად ჩადენილ დანაშაულებს არ აღიარებს
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი და გიული ალასანია
ფოტო: იმედი/კადრი
გაზიარება
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მიერ დადასტურებულად ჩადენილ დანაშაულებს არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი შვილის შეცდომა არ დაუნახავს.
ალასანია სააკაშვილის ქმედებებში ვერც უსამართლობას და ვერც კორუფციას ხედავდა.
ალასანია სტუმრად იყო იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“, სადაც წამყვანმა ჰკითხა, რა მიაჩნია მთავარ შეცდომად პრეზიდენტ სააკაშვილის, რის გამოც არჩევნები წააგო, ან იქ აღმოჩნდა, სადაც არის.
„მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს“, - აღნიშნა ალასანიამ.




