ირაკლი კირხალია:ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორის, რომელიც დარწმუნებული ვარ პოლიტოლოგიაში Case Study საგანი იქნება, თუ როგორ შეიძლება მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
იმედი/ვიდეოკადრი
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორის, რომელიც დარწმუნებული ვარ პოლიტოლოგიაში Case Study საგანი იქნება, თუ როგორ შეიძლება მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონების საკითხზე საუბრისას.
კირცხალიას თქმით, რადგან ოპონენტები კანონების ირგვლივ ხელისუფლებასთან დისკუსიაში ვერ შედიოდნენ, შეეცადნენ რომ საკანონმდებლო ინიციატივები როგორც რუსული ისე დაებრენდათ.
"ვნახეთ რა ფინანსდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ვნახეთ რა რიტორიკა აქვთ და რა საკანონდემბლო ბაზას ქმიან სხვადასხვა თავმოყვარე ქვეყნები", - აღნიშნა კირხალიამ.




