ლევან ფოჩხუა
პრემიერმინისტრმა წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
''ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება, ვითვალისწინებთ ამ მდგომარეობას, მაგრამ ასევე ვითვალისწონებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ჩვენ ყველა ამას შევძლებთ'' - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილმა მიმოიხილა მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა და თქვა, რომ ამ გეგმის მიხედვით ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა მოგვარდება, რეალურ შედეგებს კი მოსახლეობა უკვე მომავალი წლიდან შეიგრძნობს. პრემიერმა ყურადღება ქვეყნის საგარეო კურსზე გაამახვილა. მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის დასრულებას უახლოეს დღეებში ელოდება."უახლოეს დღეებში ველოდებით ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე წელს გადადგმულ ნაბიჯებზე.
„2016 წელს ძალაში შევიდა და სრულმასშტაბიანად ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება. მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. საქართველო პირველად მოხვდა ევროკავშირის სტრატეგიის დოკუმენტში, რომლის თანახმად, ჩვენი ქვეყნის წარმატება მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტში, სტიმულს აძლევს გარდაქმნების პროცესს აღმოსავლეთ სამეზობლოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.





