შალვა პაპუაშვილი: გოჩა ენუქიძე და ანზორ ბოლქვაძე, ორივე ადამიანი დიდი ხანია, არიან თავიანთი რეგიონების - რაჭისა და მთიანი აჭარის წარმომადგენლები, მაჟორიტარები. ეს ორი ადამიანი არა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, პირიქით, მაშინდელ ხელისუფლებას ამ ორ ადამიანთან კარგი ურთიერთობა სჭირდებოდა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გოჩა ენუქიძე და ანზორ ბოლქვაძე, ორივე ადამიანი დიდი ხანია, არიან თავიანთი რეგიონების - რაჭისა და მთიანი აჭარის წარმომადგენლები, მაჟორიტარები. ეს ორი ადამიანი არა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, პირიქით, მაშინდელ ხელისუფლებას ამ ორ ადამიანთან კარგი ურთიერთობა სჭირდებოდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა დარბაზში დასმულ კითხვას, რომ 2012 წელს გოჩა ენუქიძე და ანზორ ბოლქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლები იყვნენ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გოჩა ენუქიძესა და ანზორ ბოლქვაძეს დღემდე, თავიანთ რეგიონში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ.
„ ეს ორი ადამიანი ზრუნავს ხალხზე, თავიანთ რეგიონზე და არიან ჭეშმარიტი მაჟორიტარები. მაშინ არანაირი პარტიული წარმომადგენლები არ იყვნენ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაშინაც ზრუნავდნენ თავის რეგიონზე და დღესაც არიან თავისი რეგიონის წარმომადგენლები.
2012 წლიდან ჩატარდა 9 არჩევნები და ყველგან ეს თუ სხვა ადამიანები ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში. ამ ადამიანებმა 9-ჯერ მიიღეს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მანდატი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





