მარიამ ლაშხი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე: დავების განხილვა ხდება სასამართლო სივრცეში და არა საელჩოების დერეფნებში
პოლიტიკა

მარიამ ლაშხი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრას მარიამ ლაშხი მედიასთან გამოეხმაურა.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დავების განხილვა ხდება სასამართლო სივრცეში და არა საელჩოების დერეფნებში.
„სამწუხაროდ, გამოცდილებიდან ვერ ისწავლეს ის, რომ თუკი პოლიტიკურ სივრცესა და არეალში გინდა თავი დაიმკვიდრო, პირველ რიგში უნდა წარმოადგენდე და პასუხისმგებლობა აიღო ქართველი ხალხის წინაშე, ესაუბრო ქართველ ხალხს. ის, რომ დავების განხილვა ხდება სასამართლო სივრცეში და არა საელჩოების დერეფნებში. ისინი უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ და ვალდებულები არიან სწორედ უცხოელი ე.წ. პარტნიორების წინაშე“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებიან. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია. შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელია.





