20 ოქტომბერი 2026, 12:18
რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან
პოლიტიკა

გაზიარება
ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებიან.
ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია. შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელია.





