შალვა პაპუაშვილი პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე: ბატონმა პრემიერმა ამომწურავად, რიცხვებით აჩვენა, რომ იქ შეუძლებელია საერთოდ კორუფციაზე გვქონდეს საუბარი, როდესაც თანხები დაზოგილია. კორუფცია რომ ყოფილიყო, გადაჭარბებითაც კი იქნებოდა ათვისებული
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბატონმა პრემიერმა ამომწურავად, რიცხვებით აჩვენა, რომ იქ შეუძლებელია საერთოდ კორუფციაზე გვქონდეს საუბარი, როდესაც თანხები დაზოგილია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე დავით ოქიტაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
პაპუაშვილის თქმით, კორუფცია რომ ყოფილიყო, გადაჭარბებითაც კი იქნებოდა ათვისებული.
„თავად ამ პოსტის ავტორიც თავისი განცხადებით, რაც მოვისმინე, ამას არ ამტკიცებს. თქვა ეჭვი, შემდეგ თქვა, თუ აგვიხსნით, ბოდიშსაც მოვიხდითო. ასე, რომ თავადაც ამ პოსტის ავტორი არ ამტკიცებს ამას.
ბატონმა პრემიერმა ამომწურავად, რიცხვებით აჩვენა, რომ იქ შეუძლებელია საერთოდ კორუფციაზე გვქონდეს საუბარი, როდესაც თანხები დაზოგილია. კორუფცია რომ ყოფილიყო, გადაჭარბებითაც კი იქნებოდა ათვისებული.
ვფიქრობ, პრემიერის განმარტებამ ყველა საკითხი აქ ამოწურა. როდესაც ასეთ თემას ვეხებით, ვფიქრობ, არ ღირს ეს იყოს ის თემა, სადაც სპეკულირება მოხდება ბრალდებებით და მოსაზრებებით, - აღნიშნა მან.




