გიორგი ცაგარეიშვილი: 2023 წლის პირველ იანვრამდე ვინც არის დაბადებული დევნილთა ოჯახებში, მათ რა თქმა უნდა, კომპენსაციის მიღება ეხებათ
პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი:
ფოტო: Facebook
2023 წლის პირველ იანვრამდე ვინც არის დაბადებული დევნილთა ოჯახებში, მათ რა თქმა უნდა, კომპენსაციის მიღება ეხებათ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული არასრულწლოვნები ვერც კომპენსაციით ისარგებლებენ და არც სხვა პროგრამებში იღებენ მონაწილეობას.
„2023 წლის პირველ იანვრამდე ვინც არის დაბადებული, მას რა თქმა უნდა, ეხება კომპენსაციის მიღება. 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ ვინც არის დაბადებული დევნილთა ოჯახებში, მათ არ ეკუთვნით არც ეს კომპენსაცია და არც სხვა პროგრამებში მონაწილეობენ. ეს ჩანაწერი დევნილთა შესახებ კანონში გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო მოხვდა საქართველოს პარლამენტის მიერ. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მართებული ჩანაწერია. დანარჩენი, ყველას, დევნილებს ნებაყოფლობით შეუძლიათ მობრძანდნენ და გააკეთონ განაცხადები“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.




