კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გაუქმების მოთხოვნით, რამდენიმე დღეში დაიწყება. მმართველი გუნდის არგუმენტები და ოპოზიციის გეგმები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ვიდეო/კადრი
მომავალი კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის ხელმოწერით დადასტურებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა იწყება. საქმე ეხება იმ ხუთი პოლიტიკური ძალის კანონგარეშედ გამოცხადებას, რომლებიც მმართველი გუნდის შეფასებით, წლებია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით არიან დაკავებული.
მმართველ პარტიაშიმი იჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსი ზუსტად გულისხმობს იმ ძალების აკრძალვასა და კანონგარეშედ გამოცხადებას, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 21 ოქტომბერს გაიმართება და სამი დღის განმავლობაში იმსჯელებს, მიიღებს თუ არა სარჩელს წარმოებაში.
ვრცლად იხილეთ მეგი ნარსავიძის სიუჟეტში.





