ევროპული ღვინო რუსულ ბაზარზე - როგორ აღმოჩნდნენ ლატვია და პოლონეთი რუსეთში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაში მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებში მეღვინეობა განვითარებული საერთოდ არ არის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ვიდეო/კადრი
ევროპული ღვინო რუსულ ბაზარზე - როგორ აღმოჩნდნენ ლატვია და პოლონეთი რუსეთში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაში მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებში მეღვინეობა განვითარებული საერთოდ არ არის.
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთთან შენიღბული ვაჭრობის სქემა გაშიფრა. ამერიკული ასოციაციის მონაცემებით, ლატვია და პოლონეთი ღვინოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ყიდულობენ, შემდეგ კი სანქციების მიუხედავად, რუსეთში ყიდიან.
ამ სქემით, მხოლოდ გასულ წელს, ლატვიამ რუსეთს 129-ა მილიონი, პოლონეთმა კი 81-ი მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო მიაწოდა.
ვრცლად იხილეთ მარიამ ბუღაძის სიუჟეტში.





