ირაკლი ქადაგიშვილი: მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ. ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როდესაც ევროკომისრები მოლდოვას მოიყვანენ ხოლმე საქართველოსთან შედარებით უფრო წინ მყოფ ქვეყნად, რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებას და არა მოლდოვას საწინააღმდეგოდ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ.
„ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს იმაზე, რომ საქართველოს მოლდოვისა არც არასდროს შურდა, არც შურს და არც მომავალში არ გვექნება ეს განწყობა. დაეკითხონ საკუთარ მოქალაქეებს როგორი კმაყოფილები არიან“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოლდოვის შურს.




