ზვიად შალამბერიძე: ერთ კვირაში მივემგზავრებით ჩეხეთში კოლეგებთან შესახვედრად, მათ შორის მათთან, ვინც ძალიან ოპოზიციური განცხადებებით გამოირჩეოდა ჩვენი გუნდის მიმართ. ნებისმიერ პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ პირადად მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანებს, როგორი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ქვეყანაში, როგორ არის ადამიანის უფლებები დაცული
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: იმედი/კადრი
ერთ კვირაში მივემგზავრებით ჩეხეთში კოლეგებთან შესახვედრად, მათ შორის მათთან, ვინც ძალიან ოპოზიციური განცხადებებით გამოირჩეოდა ჩვენი გუნდის მიმართ. ნებისმიერ პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ პირადად მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანებს, როგორი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ქვეყანაში, როგორ არის ადამიანის უფლებები დაცული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
წამყვანმა ჰკითხა, რა მოვისმინეთ განსხვავებული ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და რაზე შეიძლება მიანიშნებდეს კაია კალასის ფრაზა - „არასაკმარისი ზეწოლა ცვლილებებისთვის“.
„არსებობს ევროკავშირის ხელმძღვანელობა, რომლის მხრიდანაც არ შეცვლილა ტონი და არის ევროკავშირის სახელმწიფოები, ვისთანაც ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ ბოლო პერიოდში და კიდევ ბევრი ვიზიტია დაგეგმილი, რომ კონკრეტულად მათთან გვქონდეს კომუნიკაცია, იმ ადამიანებთან, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ და არა მხოლოდ ევროკავშირის ხელმძღვანელებთან. დღეს დავინახეთ, რომ ევროკომისიამ არც კი გააჟღერა იმ ბრალდებათაგანი, რომელიც რეზოლუციაში იყო მოყვანილი. დამაიმედებელს ვერ ვხედავთ იმაში, რომ იანვარში ტონი შერბილებული იქნება, თუმცა იანვრამდე გვაქვს ბევრი დრო იმისთვის, რომ ვიმუშაოთ ევროკავშირის სახელმწიფოებთან.
ერთ კვირაში მივემგზავრებით ჩეხეთში კოლეგებთან შესახვედრად, მათ შორის მათთან, ვინც ძალიან ოპოზიციური განცხადებებით გამოირჩეოდა ჩვენი გუნდის მიმართ. ნებისმიერ პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ პირადად მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანებს, როგორი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ქვეყანაში, როგორ არის ადამიანის უფლებები დაცული და ა.შ. აქტიურად ვიყენებთ იმ დასკვნებს, რომელიც სწორედ ევროკავშირის მიერ არის საქართველოს მიმართ და ფაქტობრივად კვირა არ გავა, რომ ან რეიტინგი არ გაუმჯობესდეს, ან ეკონომიკური ზრდა. ვხედავთ, რომ ფაქტები აბსოლუტურად სხვა რამეს მეტყველებს და სხვა რამეს მეტყველებს ის ევრობიუროკრატია, რომელიც ცდილობს, რომ ამ ფაქტებს თავი აარიდოს და რეალობა სხვაგვარად წარმოაჩინოს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.





