მახაშვილი: ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ ევროკავშირი ჩიხში შეიყვანა - მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების, როცა ამისთვის იქნება ევროკავშირის მზად, იციან სად უნდა იპოვონ საქართველოს ხელისუფლება
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების, როცა ამისთვის იქნება ევროკავშირის მზად, იციან სად უნდა იპოვონ საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ყოველთვის იქ ვიქნებით, სადაც ეს სჭირდება საქართველოს და ევროპას, მშვიდობას, როგორც ამ რეგიონში, ისე ევროპის კონტინენტზე. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაცია, ხმაური, რომ როგორმე თავი გამოიძვრინონ იმ სიტუაციიდან, სადაც ევროკავშირი შეიყვანეს. ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ ევროკავშირი ჩიხში მიიყვანა და ახლა ბრიუსელი ამ ჩიხიდან გამოსვლას ცდილობს“, - აღნიშნა მახაშვილმა.
კაია კალასმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მას.





