შალვა პაპუაშვილი: არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს. ეს წარმოდგენა თუ გაქვთ, რომ ვინმეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ. ეს არის იმ ქვეყნის ინტერესების განხორციელება
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ განაცხადა, რომ დონორობა ქველმოქმედება არ არის და ის ყოველთვის კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.
შალვა პაპუაშვილმა პარიზის დეკლარაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ დონორის და პარტნიორის მიზნებს შორის თანხვედრა უნდა იყოს.
„რა თქმა უნდა, არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს. ეს წარმოდგენა თუ გაქვთ, რომ ვინმეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ. ეს არის იმ ქვეყნის ინტერესების განხორციელება. რა თქმა უნდა, იმ ქვეყნის ინტერესები - გერმანია იქნება, საფრანგეთი თუ ა.შ., შეიძლება, ემთხვეოდეს ამ ქვეყნის ინტერესებს. ამას საუბრობს ზუსტად პარიზის დეკლარაცია, როდესაც ამბობს, რომ უნდა იყოს დონორისა და პარტნიორის მიზნებს შორის თანხვედრა. დონორებმა უნდა შეუსაბამონ თავისი პროექტები და მიზნები პარტნიორი ქვეყნის მიზნებს და ეს არის მთელი ამოცანა დახმარების და თანამშრომლობის. სწორედ ამით ვიყავი დაკავებული, რომ იმ ქვეყნის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს ეს თანხა, იყოს შესაბამისობაში ამ ქვეყნის ინტერესთან და ასე განხორციელდეს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.





