ირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: „ქართული ოცნება“
[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც ბრიუსელი საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებულ ძალასთან დაკავშირებით დუმს.
„ორმაგ სტანდარტზე ვერ დაგეთანხმებით. ორმაგი სტანდარტი ძალიან რბილად ნათქვამია. სამწუხაროდ, ბოლო წლებია [ბრიუსელის მხრიდან] ვისმენთ და ვხედავთ უსტანდარტობას და ფსკერს ყველაფრისას, რასაც შეიძლება სტანდარტი ვუწოდოთ. 5 რევოლუციური მცდელობა აირიდა ქვეყანამ, ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად, ვისმენდით, რომ თურმე ეს არის დემოკრატიის აკვანი. [საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები“, - აღნიშნა კირცხალიამ.





