ირაკლი კობახიძე: საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები ერთად დავაჯამოთ და წარმოვიდგინოთ, რომ არცერთი არ იღებს ხელფასს, სულ გავანულოთ ეს ხელფასები თეორიულად, პენსია გაიზრდებოდა 3 ლარზე ნაკლებით
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები ერთად დავაჯამოთ და წარმოვიდგინოთ, რომ არცერთი საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირი არ იღებს ხელფასს, სულ გავანულოთ ეს ხელფასები თეორიულად, პენსია გაიზრდებოდა 3 ლარზე ნაკლებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ ხელფასების ჯამი არის ბიუჯეტის 0.1 პროცენტზე ნაკლები.
„საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები ერთად დავაჯამოთ და წარმოვიდგინოთ, რომ არცერთი საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირი არ იღებს ერთ ხელფასს არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც ერთი დეპუტატი, არც ერთი მინისტრი, არც ერთი მინისტრის მოადგილე არ იღებს ხელფასს, სულ გავანულოთ ეს ხელფასები თეორიულად, პენსია გაიზრდებოდა 3 ლარზე ნაკლებით. ასეთია მოცემულობა. ამ ხელფასების ჯამი არის ბიუჯეტის 0.1 პროცენტზე ნაკლები. ამიტომ როცა შედარება მოგყავთ, ადარებენ ხოლმე, რომ ერთ დეპუტატს მაგალითად აქვს 30 პენსიონერის ხელფასი ან პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს აქვს 40 პენსიონერის ხელფასი, შეგიძლიათ ნახოთ გერმანია, სადაც ანალოგიურია, გერმანიაში მინიმალური პენსიასა და კანცლერის ხელფასს შორის დაახლოებით 30-მაგი სხვაობაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





