შალვა პაპუაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილსა და ორიგინალს. ამიტომ გვყავს ჩვენ მილიონ 120 000 ნამდვილი მხარდამჭერი
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ქართულ ოცნებას“ ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს და ორიგინალს. ამიტომ გვყავს ჩვენ მილიონ 120 000 ნამდვილი მხარდამჭერი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ სოციალურ ქსელში შეიქმნა ყალბი ანგარიშები, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ენჯეოები“ თავად ქმნიან მსგავს ყალბ ანგარიშებს და თავად ახორციელებენ კონკრეტულ ოპერაციებს ამ ანგარიშებიდან.
„თვითონ უკრავენ, თვითონ ცეკვავენ, ბილეთებსაც თავად ჰყიდიან და ფულს იღებენ ამაში. რაში გვჭირდება ყალბი მომწონებელი, როდესაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებიც მეთანხმებით პაატა ბურჭულაძის შვილის ქმედების შეფასებაში. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 1 120 000 ნამდვილი მომწონებელი და მხარდამჭერი და ეს რიცხვი არის უცვლელი ბოლო 14 წლის განმავლობაში. თუ ვინმეს რაიმე სიყალბე სჭირდება, სჭირდება მამუკა ხაზარაძეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.




